loader

ბათუმში მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით ექვსი ადამიანი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით ექვსი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონთან” გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა ექვსი ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. ისინი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, მათი თანაგუნდელები გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეკითხვებით მივიდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, კობახიძისთვის შეკითხვების დასმის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.