"ქართველმა გოგონამ რუსულ კონკურსში, გარდაცვლილ მშობლებს ქართულად უმღერა" - ემოციური ამბვი, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ მოისმენ
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ალეკო ავაზნელი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ქართველი გოგონა რუსულ კონკურსში ქართულ სიმღერას ასრულებს. როგორც ალეკო ავაზნელი წერს, გოგნამ მშობლები პატარა ასაკში დაკარგა და სიმღერაც სწორედ მათ მიუძღვნა.
"ქართველმა გოგონამ რუსულ კონკურსში გარდაცვლილ მშობლებს ქართულად უმღერა. 9 წლის თეკლამ ჟიური და დარბაზი აატირა - "მე ვეწექი დედას საწოლში, ის იყო ავად", განაცხადა გოგონამ. თეკლა შვიდი წლის ასაკში დაობლდა. სამი წლის ასაკში დაკარგა მამა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო, ოთხი წლის შემდეგ თავის ტვინის ანევრიზმით მის თვალწინ დედა დაიღუპა. გოგონას ბებია ზრდის."