loader

"გაწვდით მაინც ვიდეოს იმის დასტურად, რომ უხერხული ის კი არ არის, რაც ვთქვი, უხერხულია, რა განცხადებებსაც აკეთებთ" - გიორგი ბოტკოველი არჩილ თალაკვაძეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაწვდით მაინც ვიდეოს იმის დასტურად, რომ უხერხული ის კი არ არის, რაც ვთქვი, უხერხულია, რა განცხადებებსაც აკეთებთ" - გიორგი ბოტკოველი არჩილ თალაკვაძეს

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გიორგი ბოტკოველი "ქართული ოცნების" დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის საპასუხოდ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დავით მათიკაშვილის მამა ყვარელში მიხეილ სააკაშვილთან იმყოფება და მის სადღეგრძელოს ამბობს.

"ბატონო არჩილ, გაწვდით მაინც ვიდეოს იმის დასტურად, რომ გითხრათ - უხერხული ის კი არ არის, მე რაც ვთქვი, უხერხული ის არის, რა განცხადებებსაც თქვენ აკეთებთ დღეს!

საჯარო ვიდეოა, ტელეეთერებით გასული, სადაც ბატონი დავით მათიკაშვილის მამა, როგორც სუფრის თამადა, სტუმრად მიხეილ სააკაშვილთან იმყოფება ყვარელში", - წერს გიორგი ბოტკოველი.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" "ფეიკნიუსს" იყენებენ, მაგრამ ვერ აღწევენ იმ მიზნებს, რაც "ფეიკს" აქვს.

"ადრე, როცა ზედმეტი კეკლუცობის გარეშე ადამიანები არქმევდნენ საგნებს თავის სახელს, ამ მოვლენას მარტივად ერქვა "აფერისტობა". ამ ამბის ჩამდენ ადამიანებს ერქვათ "აფერისტები". გართულდა ცხოვრება, ამ ბოროტებამაც სხვადასხვა ფორმა მიიღო და 21-ე საუკუნის ყველაზე ნათელი, ცალსახა გამოვლინება ამ ბოროტების გახლავთ "ფეიკნიუსი", რომელსაც თავიდან ბოლომდე იყენებს მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა", - აღნიშნა მათიკაშვილმა.

მათიკაშვილს ბოტკოველი შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:

"მათიკაშვილისგან აფერისტობაზე საუბარი და მიხეილ სააკაშვილზე ქილიკი უხერხულია. მისი ოჯახის წევრი – მამა, ყვარელში მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს ფეხზე წამომდგარი სვამდა", - აღნიშნა ბოტკოველმა.

არჩილ თალაკვაძემ მათიკაშვილს მიუთითა, რომ მისი მხრიდან ღირსეული საქციელი არ არის, როდესაც კოლეგის და პარლამენტის წევრის მშობლებზე ასე საუბრობს.

"ნამდვილად არ იყო ღირსეული საქციელი, როდესაც თქვენი კოლეგის და პარლამენტის წევრის მშობლებზე ასე საუბრობთ. ეს თქვენ კარგად არ გახასიათებთ. მე კარგად ვიცნობ დავით მათიკაშვილის მამას და ის ნამდვილად არ არის ის კაცი, რომ პოლიტიკის გამო სკამზე ავიდეს. აი, თქვენი თანაგუნდელები ბევრჯერ მახსოვხართ სკამზე ასულებიც, უცნაური თამაშებით მაგიდებზე ასულებიც და ზოგ-ზოგიერთი მაგიდის ქვეშაც ომის დროს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.