loader

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 55 პაციენტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 55 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 058 კვლევა ტესტით, მათ შორის, 31 794 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 264 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 315 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 496 156-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 32.02%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 31.51%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 894 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 300 062-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 683 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 7 055 შემთხვევა, აჭარა - 960, იმერეთი - 2 233, ქვემო ქართლი - 907, შიდა ქართლი - 834, გურია - 470, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 131, კახეთი - 1 118, მცხეთა-მთიანეთი - 286, სამცხე-ჯავახეთი - 235, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 86.