loader

"კატეგორიულად ვითხოვ... ნუ გახვედით ბოლომდე თავს!" - მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ახალი მიმართვა გაავრცელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კატეგორიულად ვითხოვ... ნუ გახვედით ბოლომდე თავს!" - მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ახალი მიმართვა გაავრცელა

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ახალ მიმართვას ავრცელებს.

"კატეგორიულად ვითხოვ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა იყოს უფასო. ფასიანად აქციეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც "ოცნება" კორუფციაში გამოიჭირეს. ის კორუფცია რომ გაემართლებინათ, ფასი დაადეს.

სრულიად აბსურდია ასეთ ბაღში შესვლაზე ფულის აღება - ეს იგივეა, რომ ლონდონის ჰაიდ-პარკში, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში და ბათუმის ბულვარში ან ვაკის პარკში შესვლა ფასიანი იყოს.

დაუბრუნეთ ზუგდიდელებს სასიცოცხლო სივრცე! ნუ გახვედით ბოლომდე თავს! ზუგდიდელებს მოვუწოდებ, ერთ დღეს ბევრნი შეიკრიბონ და ეგ სალარო აპარატები ნაგვის ურნაში გადაუყარონ!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.