loader

ტრაგედია თელავში - 12 წლის ელენე ზაქაიძე, რომელსაც გულის გადანერგვის ოპერაცია სჭირდებოდა, კორონავირუსის შემდგომი გართულებებით, მინსკის საავადმყოფოში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია თელავში - 12 წლის ელენე ზაქაიძე, რომელსაც გულის გადანერგვის ოპერაცია სჭირდებოდა, კორონავირუსის შემდგომი გართულებებით, მინსკის საავადმყოფოში გარდაიცვალა

თელაველი 12 წლის ელენე ზაქაიძე, რომელსაც გულის გადანერგვის ოპერაცია სჭირდებოდა, ბელორუსის დედაქალაქ მინსკის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გოგონა მინსკის კარდიოლოგიურ კლინიკაში, კორონავირუსის შემდგომი გართულებით, იანვრის ბოლოს გადაiყვანეს.

"ჩემო მეგობრებო, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ ჩემი ბავშვობის მეგობრების შვილს, ელენე ზაქაიძეს... ელენეს კოვიდმა დაუტოვა გულის უმძიმესი დაავადება, რაც სასწრაფოდ საჭიროებს საზღვარგარეთ მკურნალობას. ამჟამად იმყოფება გულის ხელოვნურ მართვაზე. ესაჭიროება გულის სტიმულატორი, შემდეგ კი უცხოეთში გულის გადანერგვა", - ამის შესახებ პედაგოგი და "ტელესკოლის" წამყვანი დაჩი ნანობაშვილი სოციალურ ქსელში წერდა.