loader

ისრაელის მოქალაქემ გურიაში ახლადშეძენილი სახლის ყოფილი მეპატრონე დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელის მოქალაქემ გურიაში ახლადშეძენილი სახლის ყოფილი მეპატრონე დაჭრა

ისრაელის მოქალაქემ გურიაში ახლადშეძენილი სახლის ყოფილი მეპატრონე დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთის სოფელ ცხემლისხიდში ისრაელის მოქალაქე - 1954 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულმა სოფელ დვაბზუში, ახლად შეძენილი სახლის ყოფილი მეპატრონე ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ახლად შეძენილი საცხოვრებელი სახლის ყოფილ მეპატრონეს - 1958 წელს დაბადებულ ბ.ს.-ს, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.ა. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო", - წერია შსს-ს განცხადებაში. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.