loader

ნორვეგია თითქმის ყველა კოვიდშეზღუდვას აუქმებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნორვეგია თითქმის ყველა კოვიდშეზღუდვას აუქმებს

ნორვეგიაში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა დღეიდან უქმდება, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორმა განაცხადა.

„კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ თითქმის ყველა ზომას ვაუქმებთ. კორონავირუსის პანდემია აღარ წარმოადგენს მთავარ საფრთხეს ჩვენი უმეტესობის ჯანმრთელობისთვის. „ომიკრონის“ შტამი ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს და ჩვენ კარგად ვართ დაცული ვაქცინებით,“- აღნიშნა ნორვეგიის პრემიერმა.

ნორვეგიელები აღარ იქნებიან ვალდებულები, ერთმანეთისგან მინიმუმ ერთი მეტრის დისტანცია დაიცვან ან ხალხმრავალ გარემოში პირბადეები ატარონ. გარდა ამისა, ინფიცირებული პირებს იზოლაციაში გადასვლა აღარ მოუწევთ, ამის ნაცვლად, მათ რეკომენდაცია ეძლევათ, ოთხი დღის განმავლობაში სახლში დარჩნენ.

ცნობისათვის, გამოცემა Bloomberg-ის სტატისტიკის თანახმად, ნორვეგიაში კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 74.4 %, „ბუსტერ“ დოზა კი 52.2 %-ს აქვს მიღებული.