"კარგია, რომ სიცილისგან გული არ შეგიწუხდა, ნანუკა... ვინმე შეგეხვეწათ, რომ თქვენს შოუში მიგეწვიეთ?" - "მინიონების" ერთ-ერთი მფლობელი ნანუკა ჟორჟოლიანს უპირისპირდება
გასართობ ცენტრ "მინიონების" ერთ-ერთი მფლობელი თამუნა მექერიშვილი ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს უპირისპირდება. თამუნა მექერიშვილი გადაცემაში "სხვა ნანუკა" სტუმრად იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ მას ოჯახმა პირადი ქონება დაუყადაღა. გადაცემაში მონაწილეობის შემდეგ კი მან ნანუკა ჟორჟოლიანის მისამართით კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა.
"ნანუკა ჟორჟოლიანი, გილოცავ, შესანიშნავი ეთერი გქონდა... გეგონა, ამ მოკლემეტრაჟიან რამდენიმე წუთში ჩაატევდი სიმართლეს? რას გაიგებდა ხალხი ამ ამბის ან თავს და ან ბოლოს? როცა თავად აურ-დაურიეთ კითხვები და სტუდიაში მომიწვიეთ და ჩემზე მეტი კი არ ასაუბრეთ ეს ორი ავაზაკი, არა, ალანძღინეთ ჩემი თავი, თან ვითომ ვერ ითანხმებდით ტელეფონზე სასაუბროდ და სიუჟეტიც გაგიკეთებიათ, როცა გადაცემამდე შემითანხმდით, რომ მე არ უნდა მესაუბრა პირადზე, მხოლოდ კონკრეტულად ვალზე!!! თუ რა მოხდა, სინამდვილეში...
კარგია, რომ სიცილისგან გული არ შეგიწუხდა, ნანუკა და სწორედ იმ სასაცილო ბრალის გამო მიჭერდნენ, რამაც ასე გაგამხიარულა.
ესაა თქვენი სიმართლე. მიმიფურთხებია ასეთი სიმართლისთვისაც და ნამდვილი სიმართლისთვის თავად ვიბრძოლებ, ისედაც არაფერში მჭირდებოდით "ნანუკას შოუ".
ვინმემ დაგირეკათ? შეგეხვეწათ, რომ თქვენს შოუში მიგეწვიეთ?... არაფერში არ მჭირდებოდა თქვენი შოუ. არც ჩემი ლაივის ყურებას გთხოვდათ ვინმე და არც გაგებას! ჩემი ლაივი ემსახურებოდა ჩემს თავდაცვას და არა თქვენს ვაი რეიტინგს. ამიტომ მთხოვეთ გადაცემამდე ლაივი ჩართე და აღნიშნე, რომ გადმორთონ "მთავარზეო"...
ნანუკა, კარგ ადამიანად და სამართლიან ჟურნალისტად გთვლიდი. ბოდიში!!! უკან მიაქვს ეს ფიქრები... ჩემი ბრალია... კიდევ ერთხელ გენდეთ ადამიანებს და თქვენი თხოვნით თქვენს ცირკის შოუში მოვედი" - წერს თამუნა მექერიშვილი.
თამუნა მექერიშვილს კომენტარებში ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა.
"თამუნა, ბოდიში უნდა მოგიხადო, ამხელა სტატუსს ვერ წავიკითხავ. გადაცემაში მოსვლამდე პირადად მე, პროდიუსერმა, რისერჩერმა ცალკე გთხოვეთ, რომ 30 წუთი იქნებოდა სრული საეთერო დრო და მთავარ პრობლემებზე გესაუბრა. გადაცემაშიც სამჯერ გითხარი, რომ სახელები და გვარები, თარიღები არ იქნებოდა მაყურებლისთვის საინტერესო და კონცენტრაცია მომხდარიყო მნიშვნელოვან დეტალებზე. მიუხედავად ამისა, საეთერო დროს იყენებდი ყველაფრისთვის, მთავარი ამბის გარდა. მიუხედავად ამისა, შეთანხმებული 30 წუთის მაგივრად თქვენი ნაწილი იყო 56 წუთი. დის ნომერი თავად მოგვეცი. ჩემს ინტერესშია ეთერში იყოსო და ეს საჯაროდაც დაადასტურე.
ახლა როგორ მოხვდი ეთერში, ორი კვირის წინ დაურეკე ჩემს პროდიუსერს და სთხოვე ეთერი, მანამდეც არაერთხელ გითხოვია, მე არ უარი ვუთხარი ზურას და შემდეგ ვნახე ფეისბუქზე ლაივი, სადაც დახმარებას ითხოვდი და ვიფიქრე, შემეცვალა გადაწყვეტილება. მე მაპატიე, რომ გამეცინა შექმნილ საწამლავზე, რომელიც ხელს ალპობს. სხვათა შორის, შენც იუმორით ჰყვებოდი და იცინოდი ამ ეპიზოდზე და კი, მე გამეცინა ამის გამო რომ პოლიციაში დაგიბარეს. სიცილს რაც შეეხება, მთელი გადაცემა თავად იცინოდი, თამუნა. იხილე კადრები.
რაც შეეხება შენების ჩართვაზე დათანხმებას. შენმა დამ თავად უთხრა ჟურნალისტს, ჩვენს მხარეს რატომ არ აძლევთ პირდაპირ ეთერსო და მხოლოდ ამის შემდეგ დავრეკეთ ნომერზე, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო ,თავად მოგვეცი. შენ თუ შენს ოჯახთან ისეთი მართალი ხარ, როგორც ახლა ჩვენთან, შეცდომაში ვყოფილვართ მთელი გუნდი შეყვანილი. პ.ს. გუშინ ძალიან ბედნიერი წახვედი და შეგვითანხმდი კიდევ ერთ ეთერზე ადვოკატთან ერთად და ცოტა დაგვაბნია შენმა არათანმიმდევრულმა მოქმედებამ. გისურვებ წარმატებებს", - წერს ნანუკა.
გადაცემა სრულად იხილეთ ბმულზე.