ტრაგედია სანდრა რულოვსის ოჯახში - “ჩემი მზის სხივი გაქრა... არც ვიცი, როგორ ვიყო...“
საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს, დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას იგი თავად ავრცელებს:
“დედიკო გუშინ საღამოს მშვიდად და წყნარად, ქმარ-შვილების თანდასწრებით, წავიდა ამ ქვეყნიდან. ჩემი მზის სხივი გაქრა, ჩემი საუკეთესო მაგალითი. არც ვიცი, როგორ ვიყო, მე ხომ არც ერთი დღე არ მიცხოვრია მის გარეშე ამ დედამიწაზე." - წერს სანდრა რულოვსი.