სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები ბათუმიდან - "უკვე მესამე შემთხვევაა 1 თვეში, როგორ მოვიქცე?"
ბათუმში დილის 5 საათზე ზოომაღაზია გაქურდეს. წაღებულია 20 ლარის ხურდა.
"ერთ ღამეში ორჯერ გატეხეს. უკვე მესამე შემთხვევაა 1 თვეში, როგორ მოვიქცე? მაღაზიაში გავათენო? არავინ არ სთხოვს პასუხს არასრულწლოვნებს. ქურდობა ხომ კარგად იციან და ტეხა?? მე დავზარალდი, მაგრამ სამართალი არ აღდგა", - ამის შესახებ მაღაზიის მეპატრონე სოციალურ ქსელში წერს.