"ამას ვერ უშველის წლების "ნაშენები" ოჯახი... სტერეოტიპია, როდესაც ცოლ-ქმარს საერთო აღარ აქვს, აუცილებლად ერთად უნდა იცხოვრონ" - რუსუდან მუმლაძე
"სტერეოტიპია, რომ როდესაც ცოლ-ქმარს საერთო აღარ აქვს, გამარჯობის გარდა ერთმანეთს არაფერს ეუბნებიან, აუცილებლად ერთად უნდა იცხოვრონ, იმიტომ, რომ ხალხი რას იტყვის. არ უყვართ ერთმანეთი, მაგრამ აქვთ რეპუტაციის შელახვის შიში. ამას ვერ უშველის ვერც ხელმოწერა და ვერც წლების "ნაშენები" ოჯახი" - ამის შესახებ რუსუდან მუმლაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "ღამის პრაიმ ტაიმი" ისაუბრა.