კადრები სასამართლოდან, სადაც მიხეილ სააკაშვილი აყვირდა და ფურცლები ძირს დაყარა
თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ხმაურია. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა წარმოადგინა ფოტოსურათები, რომლებზეც მისი თქმით, აღბეჭდილია ირაკლი ღარიბაშვილის, დავით ნარმანიას და პროკურორ ჯარჯი წიკლაურის კუთვნილი სახლები.
პროკურორებმა მოითხოვეს, რომ ბრალდებულს ბრალდების საქმეზე ესაუბრა სხდომაზე. სიტყვიერი შეკამათება პროკურორებსა და ბრალდებულს შორის სწორედ ამას მოჰყვა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მხარეებს დამშვიდებისკენ მოუწოდა.