"ერთ-ერთმა პანღური უთავაზა, ამის შემდეგ ის სწრაფად გაიქცა ქუჩაში, მაგრამ თავდამსხმელები დაეწივნენ და..." - რას წერს უკრაინული გამოცემა ადეიშვილის ცემის დეტალებზე?
პოპულარულ უკრაინულ გამოცემა "სტრანაში" (Страна) გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "იმ პანღურების გამო, რომლებიც კიევში ბენედიქტოვას მრჩეველს მოხვდა, საქართველოს მიმართულებით ავიარეისები შეფერხდა“ (ავტორი - დიმიტრი ვოიკო), რომელშიც საქართველოს ყოფილი გენპროკურორის, ამჟამად კი უკრაინის გენპროკურორის, ირინა ბენედიქტოვას მრჩევლის, ზურაბ ადეიშვილის ცემასთან დაკავშირებით ზოგიერთი ნაკლებად ცნობილი დეტალია გადმოცემული.
“ზურაბ ადეიშვილს იმ დროს დაესხნენ თავს, როცა იგი დასაქირავებელი ბინის სანახავად მიდიოდა.
დაზარალებული იმ შენობის ფასადს ათვალიერებდა, სადაც საცხოვრებელი ფართობი უნდა დაექირავებინა, როცა მის ახლოს ოთხმა ბიჭმა გაიარა. ერთ-ერთი ზურგჩანთით იყო.
მათ ზურაბ ადეიშვილს გვერდზე ჩაუარეს და შემდეგ თითქოს იცნეს, შეჩერდნენ და უკან დაბრუნდნენ. ერთ-ერთმა ბიჭმა ბენედიქტოვას მრჩეველს პანღური უთავაზა. ამის შემდეგ ზურაბ ადეიშვილი სწრაფად გაიქცა ქუჩაში, მაგრამ თავდამსხმელები დაეწივნენ და ჭიტლაყები კიდევ რამდენჯერმე უთავაზეს. ადეიშვილი ისევ გაიქცა, მაგრამ სირბილის დროს ფეხი რაღაცას წამოჰკრა, დავარდა და ხელები გადაიყვლიფა. წამოდგა, მაგრამ ბიჭები ისევ მიცვივდნენ და წიხლი ისევ რამდენჯერმე უთავაზეს, რის მერეც გაიქცნენ და მიიმალნენ.
წაქცევის დროს ზურაბ ადეიშვილმა ხელისგულები მსუბუქად დაიზიანა, გაუტყდა სათვალეც, თუმცა საავადმყოფომდე მისვლა თვითონ შეძლო. ვრცლად იხილეთ ambebi.ge