loader

"ძალიან ცუდი რამ გავაკეთე, ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ, მზად ხართ?" - ლელა წურწუმიას დიეტა და წონის კლების საიდუმლო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან ცუდი რამ გავაკეთე, ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ, მზად ხართ?" - ლელა წურწუმიას დიეტა და წონის კლების საიდუმლო

ლელა წურწუმია ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და ტელესახეა, რომელიც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. ხშირად ისმის კითხვები, თუ როგორ უვლის თავს ის, თუმცა ამაზე საჯაროდ მომღერალს აქამდე არ უსაუბრია. ამჯერად კი მომღერალი ლელა წურწუმია წონაში კლების საიდუმლოს ამხელს:

„ჩემი გულშემატკივრები, ნაცნობები, უცნობები, აქტიურად კითხულობდნენ ჩემი წონის კლების ამბავს. ვიცი, რომ ძალიან გაინტერესებთ, მე როგორ დავიკელი 15 კილოგრამი. ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ, როგორ ჩავდექი ამ ფორმაში ძალიან სწრაფად. ძალიან ცუდი რაღაც გავაკეთე, ორი თვის განმავლობაში ვიშიმშილე. ამას არავის გირჩევთ, არავინ გააკეთოთ. როგორ ვინარჩუნებ წონას - დილით აუცილებლად მივირთმევ ხილს, 7 საათამდე კი მსუბუქად ვიკვებები, სადილს ვტოვებ. 7 საათის შემდეგ ვცდილობ, არ მივიღო არაფერი".