"სერიოზული დეპრესია დამემართა, მყავდა ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც... არავისთან კონტაქტი არ მინდოდა" - ნინი შერმადინი
"დედ-მამის გარდაცვალების მერე სერიოზული დეპრესია დამემართა. რამდენიმე თვე ანტიდეპრესანტებზე "ვიჯექი", მყავდა ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც. სახლიდან არ გავდიოდი, კომუნიკაცია მქონდა დაკარგული სრულიად სამყაროსთან. არავისთან კონტაქტი არ მინდოდა და რამდენიმე თვე არც სამსახურში მივლია, შრომისუუნარო ვიყავი. ალბათ, ვისაც გამოცდილი აქვს ჩემნაირი შოკი, მხოლოდ ის გამიგებს", - ამის შესახებ ნინი შერმადინმა ჟურნალ "თბილისელებს" განუცხადა.
მომღერალი აშშ-ში შვილთან ერთად ცხოვრობს და მალე ამერიკული "ნიჭიერის“ აუდიტორიის წინაშე წარდგება, გამოსვლას კი მშობლების ხსოვნას მიუძღვნის, რომლებიც კორონავირუსით გარდაიცვალნენ.