loader

უშველებელი მაგიდა და დეტალი, რომელსაც მსოფლიო განიხილავს - რას წერენ პუტინისა და მაკრონის შეხვედრის შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უშველებელი მაგიდა და დეტალი, რომელსაც მსოფლიო განიხილავს - რას წერენ პუტინისა და მაკრონის შეხვედრის შესახებ?

“ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მოსკოვისა და პარიზის საერთო შეშფოთების საგანია“, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რისი ხაზგასმა განსაკუთრებით მინდოდა - რა თქმა უნდა, მესმის, რომ ჩვენ გვაქვს საერთო შეშფოთება იმის შესახებ, რაც ხდება ევროპაში უსაფრთხოების სფეროში", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკების თაობაზე.

ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს ევროპის უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაში პარიზის აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

თუმცა ლიდერებს შორის შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა მთელ მსოფლიოში გრძელი მაგიდა გახდა. როგორც ჩანს, პუტინს იმდენად ეშინია ახალი ვირუსის, რომ ემანუელ მაკრონს ხელიც კი არ ჩამოართვა.