loader

ვინ არის და რას აკეთებს ყოველდღე პეკინის ქუჩაზე მამაკაცი, რომელიც ყურადღების მიღმა არასოდეს რჩება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის და რას აკეთებს ყოველდღე პეკინის ქუჩაზე მამაკაცი, რომელიც ყურადღების მიღმა არასოდეს რჩება

- მოგვიყევით თქვენ შესახებ, ვინ ხართ, რას აკეთებთ და რატომ იმყოფებით აქ?

- თითქმის 2 თვეა, რაც საქართველოში ვიმყოფები. იქამდე დიდი ხნის განმავლობაში ვმოგზაურობდი. აქ თურქეთიდან ჩამოვედი. ვცდილობ, აქ ყოფნისას ქუჩაში ჩემი შოუ ვაკეთო. ჩემი მიზანია მოგზაურობის გასაგრძელებლად ფული მოვაგროვო.

- რატომ აირჩიეთ ეს გზა?

- ამას ფულის მოსაგროვებლად ვაკეთებ, რომ ჩემი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო გავაგრძელო. უკვე 22 ქვეყანაში ვარ ნამყოფი.

- როგორ დაკარგეთ ფეხი, რა მოხდა?

- კოლუმბიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როდესაც მოტოციკლით მივდიოდი, მანქანა დამეჯახა და ძალიან შორს გადამაგდო. საავადმყოფოში მოხვედრისას, ექიმებს სხვა გზა არ ჰქონდათ და ფეხი მომაჭრეს. ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა.

- ფულის გარდა, რა არის მიმზიდველი ამ საქმიანობაში?

- ამ ინციდენტის შემდეგ დავიწყე მოგზაურობა ამერიკასა და ევროპაში. ხანდახან ამის კეთება ძალიან მომწონს.