(18+)საზარელი კადრები - ჩაიძირა გემი, სადაც ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა
სოციალურ ქსელში ზარუბინოს ზღვისპირა პორტში გემის ჩაძირვის ვიდეო ქვეყნდება.
გემი ნავსადგურთან ახლოს რამდენიმე წუთში ჩაიძირა. ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა.
ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი, უფროსი ინჟინერი გარდაიცვალა, გემის კაპიტანი საავადმყოფოში იმყოფებოდა. ხელისუფლების ცნობით, ბორტზე დაახლოებით 18 ტონა საწვავი იყო, მაგრამ იგი არ დაღვრილა.