ტრაგედია ქუთაისში - "21 წლის ბიჭი გააქრე ამ ცხოვრებიდან... სად გარბოდი ასეთი სისწრაფით, რომ საკუთარი შვილი ვერ იცნო მისმა გამწარებულმა ოჯახმა"
ქუთაისში 21 წლის ლუკა ფხაკაძე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას მისი მეგობარი ავრცელებს.
"სამუდამოდ დაღუპე ოჯახი. 21 წლის ბიჭი გააქრე ამ ცხოვრებიდან, იმიტომ, რომ სწრაფად იარო. სად გარბოდი ასეთი სისწრაფით, რომ საკუთარი შვილი ვერ იცნო მისმა გამწარებულმა ოჯახმა?
მერე მიატოვე გზაზე და გაიქეცი. იქნებ შველოდი, ადამიანო. იქნებ შენი მუხრუჭზე ფეხის დაჭერა გადაარჩენდა მას. შენ ადამიანი არ ხარ? უბრალოდ მკვლელი ხარ..." - წერს სერგო ჩივაძე სოციალურ ქსელში.