"სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი... ეს მხრები სულ მტკივა " - 82 წლის მამის ჩვენება, რომელმაც შვილის მოკვლა სცადა
82 წლის კაცს, რომელმაც 47 წლის შვილს 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
გორში შვილის დაჭრაში ბრალდებულმა 82 წლის კაცმა სასამართლოზე შვილის მხრიდან მუდმივ ძალადობაზე ილაპარაკა და მოსამართლეს თავის არეში მიყენებული დაზიანებები უჩვენა.
შეგახსენებთ, შემთხვევა გორის კომბინატის დასახლებაში 31 იანვარს მოხდა. პოლიციამ ბრალდებული ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.