"სოსო გოგაშვილმა თავს უფლება მისცა, მოვეხსენიებინე უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით; აუცილებლად შემხვდეს წინასწარ დათქმულ დროს" - თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნს, სოსო გოგაშვილს ეხმაურება.
"ბატონმა სოსო გოგაშვილმა თავს უფლება მისცა, მოვეხსენიებინე უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით ყოველგვარი მიზეზის, მეტიც, ყოველგვარი საბაბის გარეშე. დაბეჯითებით ვთხოვ ბატონ სოსოს, აუცილებლად შემხვდეს წინასწარ დათქმულ დროს“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იგი თენგიზ ცერცვაძეს მოიხსენიებს, როგორც დამნაშავეს და მისი თქმით, გარდაცვლილი 15 000 ადამიანიდან იყვნენ ჯანმრთელი ადამიანები. გოგაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.