მძიმე კადრები სირიიდან - კარვებში მცხოვრები დევნილი ბავშვები ყინვისგან იღუპებიან
სირიის ჩრდილო-დასავლეთში იძულებით გადაადგილებული ადამიანები ნაჭრის კარვებში ცხოვრობენ. ისინი მკაცრ კლიმატურ პირობებს ებრძვიან. ქარბუქმა, დიდთოვლობამ და ძლიერმა ყინვამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში დევნილი მოსახლეობა სასტიკად დააზარალა.
Mark Cutts "თვითერზე" ვიდეოს ავრცელებს, Bbc კი წერს, რომ ყინვამ და ქარიშხალმა ბავშვების სიცოცხლე შეიწირა.
ჰუმანიტარული ჯგუფები პრობლემაზე რეაგირებენ, მაგრამ სასწრაფოდ საჭიროა მეტი დაფინანსება.