“სასაცილოა ანტივაქსერების “გამარჯვებული” სტატუსები... ჯანმრთელობას გისურვებთ აცრილებსაც და აუცრელებსაც“ - თათია შარანგია
“ავიცერი ჩემი და გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის და არა მწვანე პასპორტისთვის.
ომიკრონი ისე გადავიტანე, ვერ ვიჯერებდი, რომ მქონდა. ჩემ გარშემო აუცრელებსაც დაემართათ და 38/39 სიცხით და დიდი დისკომფორტით მიმდინარეობდა.
მწვანე პასპორტის არსებობა იყო გასაკვირად კარგი გადაწყვეტილება იმ მოცემულობაში, რომელშიც ვართ. პირადად მე და ჩემი ოჯახი არ ვივლით იმ ლოკაციებზე, სადაც არ მომთხოვენ ან ვაქცინაციის ცნობას, ან ბოლო 48 საათში ჩატარებულ პი-სი-არს.
სასაცილოა ანტივაქსერების “გამარჯვებული” სტატუსები. თუმცა სასაცილოა ზოგადად ანტივაქსერობა. #აცრაგვიცავს ჯანმრთელობას გისურვებთ აცრილებსაც და აუცრელებსაც.“ - წერს თათია შარანგია.