"დღეს მინდა საზოგადოებას ღიად, საჯაროდ ვაუწყო, რომ..." - ხატია დეკანოიძე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და აქტიურ საპარლამენტო საქმიანობაში ერთვება. ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ, ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარტიის შიგნით იყო აზრთა სხვადასხვაობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღეს.