loader

"გადი და გამოვალ" - რა ხდება ამ წუთებში ბათუმის მერიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადი და გამოვალ" - რა ხდება ამ წუთებში ბათუმის მერიაში

ბათუმის მერიის სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირებაა. სამართალდამცველები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სხდომათა დარბაზიდან გაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობენ.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, სხდომათა დარბაზში იმისთვის შევიდნენ, რომ ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანთან, აუდიტის სამსახურის დასკვნასა და ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. მათივე განცხადებით, ბათუმის მერი იმალება, მათ არ ხვდება და შეკითხვებზე პასუხები არ აქვს.

ამ დროისათვის დაპირისპირება ისევ გრძელდება, ოპოზიციონერების ნაწილი კვლავ სხდომათა დარბაზში დარჩენას ცდილობს და სამართალდამცველების მოწოდებას არ ემორჩილება.