"არ გინდა პანიკა, მოემზადე!"- კიევში მოხალისეთა სამხედრო სწავლებები დაიწყო
"არ გინდა პანიკა, მოემზადე" - ამ სახელწოდებით დაიწყო სწავლება დღეს კიევის ერთ-ერთ გარეუბანში, რომელმაც 300-მდე მოხალისე გააერთიანა. წვრთნებს ერთ-ერთი ორგანიზაცია ატარებს, რომლის ხელმძღვანელიც არის ბატალიონ "აზოვის" ყოფილი მეთაური.
სწავლებები არა მხოლოდ კიევში, არამედ ქვეყნის მაშტაბით მიმდინარეობს. მხოლოდ კიევში 4 ორგანიზაცია არსებობს, რომელიც ახორციელებს მოხალისეთა გადამზადებას. ქვეყნის მაშტაბით კი, ასეთი რამდენიმე ათეულია.
წყარო: "რუსთავი 2"