loader

რუსეთი საქართველოს საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტას უგზავნის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთი საქართველოს საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტას უგზავნის

რუსეთი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტას უგზავნის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსეი ზაიცევმა განაცხადა.

მისი თქმით, 26 იანვარს, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის შენობის წინ ოპოზიციის აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სექციაში ელექტროენერგიის ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგების წყაროები გაითიშა.