"ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრობს, ხომ არ იცით? არც ღირებულებები და არც თავმოყვარეობა გააჩნია" - თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი უგულავაზე
თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი უგულავას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრობს, ხომ არ იცით?
ვინაა, რას წარმოადგენს? თავის თავზე ილაპარაკოს, თვითონ არც ღირებულებები გააჩნია, არც პრინციპები, არც იდეოლოგია და არც თავმოყვარეობა - ეს ვიცით.
მეხუთე პარტია "ევროპული საქართველოა" და ამ პარტიას ღირებულებითი უფსკრული აქვს ძალებთან, რომლებიც "ქართულ მიწას არ ყიდიან" და "ჩამოთრეულებს" იგერიებენ (ეს ერთია, უამრავ განსხვავებას დავწერ).
"ლელო" (მეოთხე ეგა, ოდნავ გვისწრებს) და ხაზარაძე-ჯაფარიძე თუ აძლევენ მათი სახელით საუბრის უფლებას - მათი ნებაა.ეს დასაცინი ღამურა ჩვენი სახელით ვერაფერს იტყვის", - წერს ჩერგოლეიშვილი.
გიგი უგულავამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ორპოლუსიანობაში ყველაზე ნაკლებად დამნაშავეა "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". მისი თქმით, ორპოლუსიანობა მოდის, იქიდან, რომ ნომრით და ადგილით მე-3, მე-4, მე-5 თუ მე-6 პარტიები ერთმანეთისგან არც იდეოლოგიურად განსხვავდებიან დიდად".