"ვინ გვაკრიტიკებს? – უკრაინას ჩვენგან ძალიან სერიოზული მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს და ვერ მივიღებ კრიტიკას" - დავით ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ ეთანხმება შეფასებებს და კრიტიკას, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში ოფიციალური თბილისი „დუმილის პოლიტიკას“ იკავებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიერ უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებების გაკეთების კუთხით კრიტიკა არ ყოფილა და ეს არის ოპოზიციის ნარატივი, თითქოს მმართველი გუნდი რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკის განმახორციელებელია. მისივე თქმით, მსგავსი შეფასებები მიუღებელია იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ოკუპაცია დაუშვეს.