"მიგვაჩნია, რომ ეს არის ის საკითხი, რომელშიც პირველ რიგში უნდა გამოვდიოდეთ ეროვნული ინტერესებიდან და ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის ინტერესებიდან" - მამუკა მდინარაძე
მცდელობა ნამდვილად არ დაგვიკლია, რომ პარლამენტში მყოფი ყველა ფრაქციის თუ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი გათვალისწინებული ყოფილიყო რეზოლუციის ტექსტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მმართველმა გუნდმა ყველა ოპოზიციური ფრაქციის წინადადებები მოისმინა და მათი ნაწილი რეზოლუციის ტექსტში გაიზიარა.