loader

უმძიმესი კადრები კამერუნიდან - ჭყლეტის შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი კადრები კამერუნიდან - ჭყლეტის შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი დაიღუპა

კამერუნში სტადიონის შესასვლელთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით პირი დაშავებულია

კამერუნში, „აფრიკის ერთა თასის“ საფეხბურთო მატჩის წინ მომხდარი ჭყლეტის შედეგად მინიმუმ 8 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ინციდენტი დედაქალაქ იაუნდეში, პოლ ბიიას სტადიონის შესასვლელთან მოხდა, სადაც ფეხბურთის ათასობით გულშემატკივარი იყო შეკრებილი.

დაშავებულია 38 ადამიანი, მათგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა.

სტადიონი 60 000-მდე მაყურებელს იტევს, მაგრამ კოვიდშეზღუდვების გამო ადგილების 80%-ზე მეტის შევსება დასაშვები არაა.

ოფიციალური პირების განცხადებით, საფეხბურთო მატჩზე დასწრებას 50 000-მდე ადამიანი ცდილობდა.