“გაუქმდეს "მწვანე პასპორტი"! ამ ეტაპზე ესაა ერთადერთი გონივრული ნაბიჯი“ - ბიძინა კულუმბეგოვი
"მწვანე პასპორტების" სისტემაში ის პაციენტებიც აისახებიან, რომლებსაც კორონავირუსის ტესტი საერთოდ არ გაუკეთებიათ, თუმცა 112-ს მიმართეს და ოჯახის ექიმთან ჰქონდათ კომუნიკაცია"
ანუ დღეს 112-ის ზარით, თუნდაც "მწვანე პასპორტის" აღების დაუოკებელი სურვილით ადამიანს შეუძლია სიმპტომები მოიგონოს და ავტომატურად მოხვდება ინფიცირებულთა სიაში?
"მწვანე პასპორტის" და ამით საზოგადოების დაცვის მინიმალური სტანდარტიც კი დარღვეულია! - გაუქმდეს "მწვანე პასპორტი"! ამ ეტაპზე ესაა ერთადერთი გონივრული ნაბიჯი“ - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.