რა ხდება ამ წუთებში შსს-სთან? - კადრები ადგილიდან
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტების, პარტია "დროას” და "ლელო საქართველოსთვის” ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, აქცია, სახელწოდებით "არა მილიციას” იმართება.
აქციის მონაწილეები მეტროსადგურ "ისანში" მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი არასრულწლოვან შშმ პირს ფიზიკურად გაუსწორდა.
მათ ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით: "არა ძალადობას!", "არა მილიციას!” და სხვა.
აქტივისტების განცხადებით, ორი პოლიციელის დაკავებით პრობლემა არ გადაიჭრება.
ვიდეო: "რადიო თავისუფლება"