მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს
მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი გამეზარდაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, შს-ს თანამშრომლები დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით არიან დაკავებულები.