loader

ბიძინა კულუმბეგოვი მაღალი რისკ-ჯგუფის პაციენტებს ასახელებს - “სრული შეცდომაა, რომ "ომიკრონი" სიკვდილიანობას არ იწვევს“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა კულუმბეგოვი მაღალი რისკ-ჯგუფის პაციენტებს ასახელებს - “სრული შეცდომაა, რომ "ომიკრონი" სიკვდილიანობას არ იწვევს“


ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მაღალი რისკ-ჯგუფის პაციენტებს ასახელებს.

"ომიკრონის" გავრცელების უპრეცედენტო შესაძლებლობები, რომელიც თითქმის წითელას გავრცელების მაჩვენებლებს უახლოვდება, ჯამური რაოდენობით პაციენტებს თუ შევხედავთ, არ იწვევს ჰოსპიტალიზაციას და არ იწვევს ადამიანების სიკვდილს. ეს არის ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია, იქედან გამომდინარე, რომ ყველა რისკის ადამიანი, განსაკუთრებით, ასაკობრივი რისკი, დიაბეტი, ჭარბი წონა, გულ-სისძარღვთა სისტემის დაავადება, თირკმლის პათოლოგია, მიმდინარე ონკოლოგიური პათოლოგია, ეს ადამიანები რჩებიან მაღალი რისკის პაციენტებად. გამოსავალი აქედან არის პირბადის გამოყენება და "ბუსტერული" დოზის აუცილებლობა. 3 თვე თუ გავიდა აცრიდან, აუცილებლად დაიმატეთ "ბუსტერ" დოზა. ეს არის თითქმის 90% გარანტია, რომ მძიმე დაავადება არ განვითარდეს",- აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

ვიდეო: რუსთავი 2