“ბოლო წუთამდე იმედი მქონდა... ხომ დაგვპირდი, რომ იბრძოლებდი?“ - ღუდუშაურის კლინიკის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა
ღუდუშაურის კლინიკის თანამშრომელი დავით პაპასკირი კორონავირუსით გარდაიცვალა.
“ვერ ვიჯერებ ახლაც... ბოლო წუთამდე იმედი მქონდა... რატომ, ღმერთო, რატომ წაგვართვი, რატომ წაიყვანე, რატოოომ?
სული გამეყინა. ეს რა დიდი ტკივილი ხარ. ხომ დაგვპირდი, რომ იბრძოლებდი, დათო, რატომ წახვედი. ელიმ და მე მოვილაპარაკეთ, სანამ შენ არ დააგულებდი ელენიკოს სთორებს, არაფერსაც აღარ დავდებდით. ახლა რა ვუთხრა ელის? ყოველდღე რომ გამოხატავდი მის მიმართ სითბოს და სიყვარულს. გიოს რომ ვუყურებ, გული მიკვდება, აქეთ გვამხნევებს ჩვენ ყველას და მე ხომ ვიცი, მის გულში ახლა რა ხდება. შენ ყველგან და ყოველთვის მაინც ჩვენ გვერდით იქნები, სადაც არ უნდა იყო. მშვიდობით, შეხვედრამდე“ - ავრცელებს გარდაცვლილის ახლობელი.
"გული მტკივა, დათო! როგორ დაგვტოვე, როგორ შეძელი?! ოთხი მუშკეტერი უშენოდ როგორ ვიყოთ?
არ მინდა დავიჯერო ის, რაც ხდება...
როგორი ბედნიერი იყავი,როგორ ვერ წარმოვიდგინე, თუ ამხელა უბედურება დაგვატყდებოდა თავს...
მიყვარხარ ძალიან, ძალიან, ძალიან♥️"