“ზოგიერთი ქართველი ფიქრობს, რომ იგი დრუიდია და ხეებს ეთაყვანება" - რას წერს უცხოური გამოცემა ბიძინა ივანიშვილზე
აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით - „ხეებისადმი გამოხატული სიყვარული თუ ძალის დემონსტრაცია? ოლიგარქის უცნაური პარკი: მილიარდერი ექსპრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქართული პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მისი კრიტიკოსების თქმით, იგი მაინც მნიშვნელოვან ძალაუფლებას ინარჩუნებს“ (ავტორი - ივან ნეჩეპურენკო).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„საქართველოს მცხოვრებლები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სიურეალისტური სანახაობის მოწმენი გახდნენ: გიგანტური, მრავალსაუკუნოვანი ხეები შავ ზღვაში, ვერტიკალურად მდგომნი, მიცურავდნენ. დიდებული მაგნოლიები, ლირიოდენდრონები და სხვა უნიკალური ჯიშის ხეები, ხშირი ტოტებით, წყლის ზედაპირზე ერთგვარი პროცესიის სახით მოძრაობდნენ, რაც ერთდროულად პოეტურიც იყო და - გიჟურიც.
ხეები ბარჯებზე იყვნენ დამაგრებულნი და ბუქსირჩაბმულები იმ ახალ პარკში გადაჰქონდათ, რომელიც ექსცენტრიკულმა მილიარდერმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გააშენა - ადამიანმა, რომელიც, ბევრი ქართველის აზრით, ჯერ კიდევ ინარჩუნებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალაუფლებას, იმის მიუხედავად, რომ იგი პოლიტიკიდან წავიდა, საქველმოქმედო საქმიანობისათვის მეტი ყურადღების დათმობის მიზნით...
გაგრძელება იხილეთ kvirispalitra.ge.