loader

"უმაგრესი ამბავია..." - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უმაგრესი ამბავია..." - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე?

სამედიცინო პირბადე ან FFP2 /N95 / KN95 არის კორონავირუსისგან თავდაცვის საკმაოდ ეფექტური საშუალება, - ამის შესახებ გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ახალი კვლევებით დადგინდა, რომ დახურულ სივრცეში თუ იყო ინფიცირებული პირი, ის სივრცე საშიშია პირველი 20 წუთი.

"კარგი ამბავი... სამედიცინო პირბადე ან FFP2 /N95 / KN95 არის კორონავირუსისგან თავდაცვის საკმაოდ ეფექტური საშუალება. იხილეთ ბმულში პირველი ასეთი ტიპის კვლევა, რომელიც ჩატარდა კოვიდის ყველაზე გავრცელებულ ვარიანტებზე, გარდა "ომიკრონის", ვერ მოასწრეს ჯერ.

შედეგები მოკლედ: დახურულ სივრცეში თუ იყო ინფიცირებული პირი, ის სივრცე საშიშია პირველი 20 წუთი (პრინციპში 5 წუთის მერე 90% არის უსაფრთხო). ტემპერატურა არ ამცირებს ამ დროს, ნესტიანობა კი ამცირებს ამ დროს 50%-მდე. მაგალითი: ბათუმში, დახურულ (ფანჯრები დაკეტილია) საკლასო ოთახში შემოვიდა კოვიდინფიცირებული ადამიანი და მერე გავიდა იმ ოთახიდან. ეს ოთახი, სავარაუდოდ, 5-10 წუთში არის უსაფრთხო. თუ იმავე ოთახში იქნება ორპირი, ეს ოთახი არის უსაფრთხო 2-5 წუთში. უმაგრესი ამბავია...

გაანიავეთ ოთახები ყოველ 10 წუთში, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით დისტანცია და აიცერით მე-3 დოზა "ფაიზერით" ან "მოდერნათი".
ერთი პატარა თხოვნა/რეკომენდაცია:

რესტორანში/კაფეში და, ზოგადად, მეგობრებთან/ნათესავებთან შეხვედრის დროს დავრწმუნდეთ, რომ ყველა ვაქცინირებულია 3-ჯერ და არაინფიცირებულია. 1 ადამიანი აინფიცირებს ყველას მის ირგვლივ. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ საუბრობთ, ვინაიდან, თუ ინფიცირებული ადამიანი საუბრობს, ვირუსის გავრცელების რისკი იზრდება გვერდზე მყოფი ადამიანებისთვის. ყველაფერი კარგად იქნება. ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს ფხაკაძე.