"რთულია სხვისი დაწერილის კითხვა" - ინგა გრიგოლია ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე
ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
"ვეღარ გაბედეს დაჭერა ბიჭებმა. ხომ დამტკიცდა, რომ სამი წელი ტყუილად ატარეს პროკურატურასა და სასამართლოში, აბრალეს ყველანაირი საზიზღრობა! ვითომ საქმის ხანდაზმულობის გამო აღარ ვიჭერთო, გადასარევად იცოდა ხელისუფლებამ, რა მძიმე საერთაშორისო რეაქციები მოყვებოდა დაჭერას და ასე გამოძვრა. და მოსამართლე რომ ნაწერს ვერ კითხულობდა რაღაც მომენტში? რთულია სხვისი დაწერილის კითხვა", - წერს ინგა გრიგოლია.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი, სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 7 წლის ვადით, თუმცა მუხლის ხანდაზმულობის გამო ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.