გაფრთხილება მათ, ვისაც "ომიკრონის" სიმპტომების არსებობის შემთხვევაში სწრაფი ტესტით ინფექცია არ დაუდგინდა
ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელი გიორგი კავკასიძე მათ, ვისაც "ომიკრონის" სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ანტიგენის სწრაფი ტესტით ინფექცია არ დაუდგინდა, ურჩევს, რომ აუცილებლად ჩაიტარონ PCR კვლევა.
"საქართველოში "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევები მატულობს (სხვანაირად არც შეიძლება რომ ყოფილიყო). ამ ფაქტს ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც.
სხვა შტამებისგან განსხვავებით, "ომიკრონი" ძალიან სწრაფად ვრცელდება და 24 საათში ახლად ინფიცირებულების რეკორდებს ამყარებს აშშ-ში (488 000), საფრანგეთში (200 000), დიდ ბრიტანეთში (190 000).
მკვლევარების აზრით, ინფიცირებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე უფრო მაღალია, რადგან ანტიგენის სწრაფი/მარტივი ტესტი ხშირად ცდება და ცრუ-უარყოფით შედეგს აჩვენებს. ამიტომ აშშ-ის საკვებისა და წამლის სააგენტო მოუწოდებს ყველას, ვისაც "ომიკრონის" სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ანტიგენის სწრაფი ტესტით ინფექცია ვერ/არ დაუდგინდა, აუცილებლად ჩაიტარონ PCR კვლევა.
"ომიკრონით" ინფიცირების ადრეული სიმპტომებია: სურდო, ცემინება, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი (ჩახეხილი ყელი), ზურგის ტკივილი.
ამ სიმპტომებს შეიძლება დაემატოს: შემცივნება და/ან მაღალი სიცხე, ხველა, სისუსტე, კუნთების და/ან სახსრების ტკივილი, ყნოსვის და/ან გემოვნების დაკარგვა, პირღებინება/გულისრევის შეგრძნება, კუჭის აშლილობა.
თავს გაუფრთხილდით, დაიცავით პირადი უსაფრთხოების წესები", - წერს კავკასიძე.