loader

საბავშვო ბაღის ეზოში საეჭვო ჩანთის პოვნის გამო ბაღის თანამშრომლები დაკითხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბავშვო ბაღის ეზოში საეჭვო ჩანთის პოვნის გამო ბაღის თანამშრომლები დაკითხეს

თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის ეზოში საეჭვო ჩანთა იპოვეს. როგორც ბაგა-ბაღის დირექტორმა, ნაირა ბახიამ "ინტერპრენიუსს" განუცხადა დღეს დილით, სამსახურში მისვლისას ეზოში აღმოაჩინეს საეჭვო ჩანთა, რის შემდეგაც გამოიძახეს პოლიცია. პოლიცია შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, თუმცა საშიში არაფერი აღმოჩნდა.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევასთან დაკავშირებით დაიკითხნენ ბაგა-ბაღის თანამშრომლები.

ამასთან, შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ზურაბ გვენეტაძის განმარტებით, ადგილზე განაღმვითი სამუშაოები სპეციალისტებმა ჩაატარეს.
"თაბუკაშვილის ქუჩაზე მიტოვებული ჩანთა იპოვეს, რომელიც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. ადგილზე გამნაღმველები მივიდნენ, თუმცა განაღმვითი სამუშაოების შემდეგ გაირკვა, რომ ჩანთა ცარიელი იყო", - აღნიშნა გვენეტაძემ.