loader

რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა

85 წლის ასაკში პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.

რეზო ამაშუკელის ლექსები და პოემები 1957 წლიდან იბეჭდება. პოემისათვის „ძახილი“ 1968 წელს საქართველოს კომკავშირის პრემია მიენიჭა. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ხოლო 1988-89 წლებში - შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. რეზო ამაშუკელი "მოქალაქეთა კავშირის" თავმჯდომარის მოადგილეც იყო 1993 წელს. ის თბილისის საპატიო მოქალაქე იყო და დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. გარდა ამისა, რეზო ამაშუკელი იყო გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი.