“კოვიდინფიცირებულ ბავშვებში 2.5-ჯერ იზრდება...“ - გაფრთხილება მშობლებს, რა დიაგნოზი ისმება ხშირად ინფიცირებიდან 30 დღის შემდეგ
“კოვიდი საშიშია!
კოვიდინფიცირებულ ბავშვებში 2.5-ჯერ იზრდება დიაბეტის დიაგნოზი!
კოვიდგადატანილ ბავშვებს მოგვიანებით პირველი ან მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი აქვთ - ეს დასკვნა ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მორიგი კვლევის შედეგია.
CDC-ში აცხადებენ, რომ დიაბეტი კორონავირუსის კიდევ ერთი პოტენციური გართულებაა.
CDC 1,7 მილიონ ბავშვზე ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვით, კოვიდინფიცირებულ ბავშვებს 2,66-ჯერ, ანუ 166%-ით უფრო ხშირად დაესვათ დიაბეტის დიაგნოზი კორონავირუსით ინფიცირებიდან 30 დღის შემდეგ, ვიდრე მათ, ვისაც Covid-19 არ გადაუტანია.
კვლევის ანგარიშში წერია, რომ კავშირი Covid-19-სა და დიაბეტს შორის არსებობს - კორონავირუსი თავს ესხმის პანკრეასის უჯრედებს, რომლებიც ადამიანის სხეულში ინსულინს წარმოქმნიან“ - წერს გიორგი ფხაკაძე.