რას ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნაზე
კანონის ფარგლებში მოვიქეცი. ინფორმაციის დამალვის ინტერესი და მიზანი არ მქონდა, - ამის შესახებ "ტვ პირველის" მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რითაც მან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით მომაზადებულ დასკვნაზე ისაუბრა.
როგორც გეჯაძე განმარტავს, დასკვნის პროექტი მისთვის 30 დეკემბრამდე რამდენიმე დღით ადრე იყო ცნობილი, თუმცა, გამოძიების ინტერებიდან გამომდინარე, მას უფლება არ ჰქონდა ინფორმაცია მიეცა დამკვეთისთვის, კერძოდ, "ტვ პირველისთვის".