"მისი მოთხოვნები თუ არ დაკმაყოფილდება..." - ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის გზავნილი გააჟღერა
მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობას ხვალიდან არ დაიწყებს. მისი თქმით, ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას იანვრის თვეში დაელოდება.
"მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გახლავთ შემდეგი, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მას არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის განმავლობაში, ის მიმართავს პროტესტის უკიდურეს ზომებს", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.