loader

"გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე" - "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა შიმშილობა შეწყვიტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე" - "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა შიმშილობა შეწყვიტეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა, რომლებიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოთხოვნით პარტიის ოფისთან კარვებში შიმშილობდნენ, შიმშილობა შეწყვიტეს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მყოფი მოშიმშილეები მოინახულა და მათ მესამე პრეზიდენტის გზავნილი გააცნო.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა თხოვნით მიმართა მოშიმშილეებს რომ იგი თავად მიმართავს შიმშილობას, თუკი ისინი არ შეწყვეტენ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის თხოვნას ითვალისწინებენ და შიმშილობას წყვეტენ, თუმცა ამავე დროს, ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან.

"მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არცერთ ჩვენგანს, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე", - თქვა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის"ოფისთან პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა შიმშილობა 21 დეკემბერს დაიწყეს.