ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ორი ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული 2 ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განუცხადა, ორივე ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში 80-მდე პაციენტი მკურნალობს, აქედან 32 მშობელია, დანარჩენი - ბავშვი.
„რეანიმაციაში მოთავსებულია 16 პაციენტი. მათგან ორი ჩვილი 3 კვირაზე მეტია, რაც მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
გარდა ამისა, რეანიმაციაში მკურნალობენ სხვა პაციენტებიც, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ, რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან და რეანიმაციაში მკურნალობას საჭიროებენ“, - აღნიშნავს ჩხაიძე.