loader

კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისივე განმარტებით, კახა კუჭავას აღნიშნულ თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის.

"დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც განხილულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო საკითხი. პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზს კახა თავად განმარტავს. მე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სახელით დიდ მადლობას ვუხდი მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძალიან რთულ პერიოდში, ძალიან ღირსეული საქმიანობისთვის. კახას გადაწყვეტილება არის, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი მთელი გუნდისთვის, თუმცა ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ცნობად მიიღო. კახა რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად", - განაცხადა კობახიძემ.