loader

"ექსპერტიზის თანახმად დადგინდა, რომ..." - სუს-ის თანამშრომლებმა დავით აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული მონეტა აღმოაჩინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ექსპერტიზის თანახმად დადგინდა, რომ..." - სუს-ის თანამშრომლებმა დავით აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული მონეტა აღმოაჩინეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ისტორიული არტეფაქტი - საქართველოს მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის მონეტა იქნა აღმოჩენილი.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მონეტის ავთენტურობის დასადგენად საექსპერტო კვლევა ჩატარდა, რომელშიც ჩართულები იყვნენ სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ექსპერტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ასევე ამოღებულია ისტორიული, კულტურული და მეცნიერული ღირებულების მქონე სხვადასხვა არტეფაქტი, რომელთა საბაზრო ღირებულების დადგენა შეუძლებელია.